კავკასიის მედიცინის ცენტრი - კლინიკაში მოქმედებს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი ოფთალმოლოგიის ცენტრი

კავკასიის მედიცინის ცენტრში მოქმედებს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი ოფთალმოლოგიის ცენტრი, რომელიც უნიკალური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებებით არის აღჭურვილი და მთელ სერვისს ერთ, კომფორტულ სივრცეში აერთიანებს,- ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის მედიცინის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კავკასიის მედიცინის ცენტრისთვის პაციენტის კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია და თვალის ცენტრიც მაქსიმალურად არის მიმართული პაციენტზე ორიენტირებული სერვისის მიწოდებისკენ. მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის, ამოქმედდა ექიმთან ვიზიტის ჯავშნის ონლაინ-სისტემაც ვებ-გვერდზე www.cmchospital.ge

კლინიკის ინფორმაციით, თვალის ცენტრს ხელმძღვანელობენ პროფესორი მიხეილ ომიაძე და მიხეილ გაბრიჩიძე, რომელთა გუნდიც დაკომპლექტებულია დასავლური გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან. ცენტრი ფუნქციონირებს ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში, ანუ დღის ნებისმიერ მონაკვეთში იღებს ურგენტულ შემთხვევებს, რაც დამატებით კომფორტს წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის, რადგან ცენტრში ფუნქციონირებს ბავშვთა ოფთალმოლოგიის მიმართულებაც, რომელსაც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ ოდიშარია ხელმძღვანელობს.

„თვალის ცენტრი პაციენტებს მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. ეს გულისხმობს, პირველ რიგში, მოსახლეობის განათლებას და ცნობადობის ამაღლებას თვალის დაავადებებსა და მათ პრევენციაზე, უშუალოდ ჩივილების დროს კი - სრულყოფილ დიაგნოსტიკას თანამედროვე აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, ქირურგიული მკურნალობა უახლესი მეთოდოლოგიით ხორციელდება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპერაციის შემდგომ გათვალისწინებულია მეთვალყურეობა მხედველობის პარამეტრებზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვალის ცენტრს გამოარჩევს პროფესიონალთა უნიკალური გუნდი, რომელიც მტკიცებულებაზე დაფუძნებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას გთავაზობთ,“- აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი სოფიო ასპანიძე.

თვალის ცენტრში ხორციელდება რთული ოფთალმოლოგიური მანიპულაციები თვალის ტრავმებზე, არაერთ დაავადებასა დაპათოლოგიაზე. ქირურგიული ოპერაციების სპექტრი მრავალფეროვანია და მათ შორის მოიცავს კატარაქტის უნაკერო ულტრაბგერით ოპერაციას. ასევე, ხორციელდება ფაკოემულსიფიკაცია მაღალტექნოლოგიური მულტიფოკალური ბროლების იმპლანტაციით. აღსანიშნავია ისიც, რომ სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ბოლო თაობის აპარატურა, რაც მეტი სიზუსტის გარანტს იძლევა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია