შალვა პაპუაშვილი - პროპაგანდისტულ ომში, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არის მარტო მიტოვებული ოპოზიციის ნაწილისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან

გამჭვირვალობის ინსტრუმენტები იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ ვნახოთ, როგორ მიდის პროპაგანდისტული კამპანია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. პროპაგანდისტულ ომში, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არის მარტო მიტოვებული ოპოზიციის ნაწილისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან,’ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პროპაგანდისტულ ომში საქართველოს ხელისუფლება მარტოა მიტოვებული ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან.

მისი თქმით, დღეს, სინამდვილეში არის არჩევანი, მაგრამ არა ცრუ არჩევანი, არამედ არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

„ერთი წელი გავიდა, რაც დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ და გაიხსენეთ, რამდენი ბრიფინგი ჩატარდა და ინფორმაცია იყო, რომ თითქოს საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა - მინიმუმ ათი გაგახსენდებათ. გაიხსენეთ, რომელ ერთზე მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის მხილება. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, ამ მხრივ ვერ არის ოპოზიციის დიდი ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის იმედზე, მიტოვებული, ჩვენი ხელისუფლება ამ ომში არის მარტო, მაგრამ ხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ხალხის მხარდაჭერით იმდენად ძლიერად არის, რომ ყველა ეს პროპაგანდისტული თავდასხმა მოიგერიოს. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში, კიდევ ერთხელ, მიდის საუბარი მშვიდობაზე, თითქოს მშვიდობისა და თავისუფლების დაპირისპირებაა. ეს არის სწორედ ცრუ დილემა. რომ თითქოს დღეს საქართველო დგას არჩევანის წინაშე – მშვიდობა თუ თავისუფლება. აი ეს არის, რომ იმ დიქოტომიაში, სადაც მშვიდობა და ომი არის, ომი ჩაანაცვლეს თავისუფლებით, ეს არის სწორედ ცრუ დილემა. ტოლობის ნიშანს სვამენ ომსა და თავისუფლებას შორის, და თუკი ავირჩევთ თავისუფლებას ე.ი. ავირჩევთ ომს. ასეთ ცრუ დილემებს გვთავაზობენ. სინამდვილეში, დღეს არის არჩევანი, მაგრამ არა ცრუ არჩევანი, თითქოს მშვიდობასა და თავისუფლებას შორის, არამედ არჩევანი არის მშვიდობასა და ომს შორის, ეს არჩევანი უდგას ყველა ქვეყანას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას. ყველას აბსოლუტურად. ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც უდგათ ეს არჩევანი, ყველას შეუძლია, დღესაც პირდაპირ ჩაერთონ ომში, მაგრამ ყველა ირჩევს მშვიდობას, ამიტომაც საქართველო, რა თქმა უნდა, ირჩევს მშვიდობას. ჩვენ არ გვაქვს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, არ გვაქვს ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგა, ჩვენ ვართ სამჯერ ნაომარი რუსეთთან, ამიტომ ის ქვეყნებს, რომლებიც ამ ქოლგის ქვეშ არიან შეფარებული, ნატო იქნება თუ ევროკავშირი, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ისინიც კი არ ებმებიან ომში, ამიტომ არჩევანი ნამდვილად არის მშვიდობასა და ომს შორის. ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენც ვირჩევთ მშვიდობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის