ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9-ვე პირი პატიმრობაში რჩება

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9-ვე პირი პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა, ნაწილი მათგანი სასამართლოს ალტერნატივის სახით 10 000-10 000-ლარიან გირაოს სთავაზობდნენ.

საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ერთ-ერთმა ბრალდებულმა მშენ-ექსპერტის“ ექსპერტმა დავით თუშიშვილმა და აღნიშნა, რომ მას უსაფრთხოების შემოწმება არ ევალებოდა.

"სანამ ეს ბრალი მაქვს წარდგენილი, ჩემი რეპუტაცია შელახული იქნება, ვერც საექსპერტო მოვალეობას შევძლებ. პროკურორებთან მაქვს რიტორიკული კითხვა, თვითონ თუ სარგებლობენ ისეთი საექსპერტო მომსახურებით, რომელსაც ბრალდება აქვს წარდგენილი? ჩვენს კომპანიას მხოლოდ ფაქტობრივ დანახარჯებთან დაკავშირებით დასკვნის შედგენა შეეძლო, ვინ მავალდებულებდა იქ უსაფრთხოება შემემოწმებინა? დასკვნა მერიაში, პროკურატურაში მივიდა, წაეკითხათ. მედავებიან იმას, რაც არ ჩამიდენია", - განაცხადა დავით თუშიშვილმა.

დაცვის მხარის პოზიციას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურატურამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო და თითოეული ბრალდებულის მიმართ პატიმრობის ძალაში დატივების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობდა, მათ შორის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს