EUAA - ევროპის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით 2022 წელს საქართველოს 29 000-მდე მოქალაქემ მიმართა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია

ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით 2022 წელს საქართველოს 29 000-მდე მოქალაქის განაცხადი შევიდა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მეტი განაცხადი შეიტანეს თურქებმა, ვენესუელელებმა, კოლუმბიელებმა და ბანგლადეშელებმა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 14 970 მოქალაქემ მიმართა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!