თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულ შენობებთან დაკავშირებით გამოძიება 600-ზე მეტი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს

თურქეთის მთავრობის განცხადებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულ შენობებთან დაკავშირებით, ქვეყანაში 600-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, გუშინ, თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ 184 ეჭვმიტანილი - მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები და ქონების მფლობელები - უკვე დააკავეს.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა.

როგორც მედია წერს, წლების განმავლობაში ექსპერტები აცხადებდნენ, რომ “კორუფცია და მთავრობის პოლიტიკა ნიშნავდა, რომ ბევრი ახალი შენობა უსაფრთხო არ იყო”.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს