ირაკლი კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე - კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს ამ კანონპროექტებს

კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს ამ კანონპროექტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტზე განაცხადა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, მას ამერიკული კანონი „კატეგორიულად არ მოსწონს“ და „ძალიან მძიმე და უხეშია“.

„მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ამერიკულ კანონთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ არის ძალიან მძიმე და უხეში, მაგრამ როდესაც საუბარი იყო სპეკულაციებზე, ძალიან კარგი პასუხი გაეცა ამ სპეკულაციებს. იყო გაუმჯობესებული ვერსია - ქართული ვერსია, რომელიც დაინიცირდა. ამას მოჰყვა ტყუილები. ამბობდნენ, რომ ეს იყო რუსული კანონი. არაფერი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან ამ კანონპროექტს, რომელიც თავიდან დაინიცირდა. ამ სამარცხვინო სპეკულაციებს და ტყუილებს ამერიკული კანონპროექტის დაინიცირებით პასუხი გაეცა.

მე, როგორც იურისტი, დღემდე ვამბობ, რომ კატეგორიულად არ მომწონს ამერიკული კანონი. კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ეფექტურად იცავს სუვერენიტეტს, მაგრამ მეორე მხრივ, არის არაპროპორციული ჩარევა ადამიანის უფლებებში. ამიტომ, მე ეს ამერიკული კანონი არ მომწონს. ქართული კანონპროექტი არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან,“ - განაცხადა კობახიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა