ალუდა ღუდუშაური იაგო ხვიჩიას - 50 ლარს ვეღარ იშოვი და ამიტომ ხარ ასეთ დღეში, სხვა რამე მოიფიქრეთ, რომ პარტიამ 50 ლარი არ დაკარგოს - ვახო გამოიყვანე მამაოდ და შენ ხარ ეპისკოპოსი, სირცხვილია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსს“ განიხილავენ, დეპუტატებს შორის კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, იმ დროს, როდესაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა, იაგო ხვიჩიამ მას გააწყვეტინა და განაცხადა, რომ გიორგაძე მის კითხვას არ პასუხობს.

ხვიჩიას ორივე კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვით მიმართა, თუ სად ჰგონია თავი, რაზეც ხვიჩიამ განაცხადა, რომ „კომიტეტზე ზის, მომხსენებელი კი მის კითხვას არ პასუხობს“.

გარდა ამისა, ხვიჩიამ დეპუტატ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ადგილზე მიუთითა და აღნიშნა, რომ კომიტეტის სხდომაზე „ვიღაც მონათმფლობელი მიდის, რომლის შესახებ კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევენ“.

"მონობას მიკანონებს გენერლების ხელით. აქ რომ იჯდა, იმ გენერალს ვგულისხმობ და ის არ არის გენერალი, „ქართული ოცნების“ აქტივისტია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა მიმართა და უთხრა, რომ თუ პიროვნულ შეურაცხყოფას გააგრძელებს, სხდომიდან გაუშვებს.

„კომიტეტის სხდომაზე მორიგი პროვოკაცია წამოიწყე. შეურაცხყოფას თუ გააგრძელებ, გახვალ გარეთ. პიროვნულ შეურაცხყოფზე გადადიხარ. არავის მოსწონდა შენი სისულელეები, მაგრამ 2 საათი ვუსმენდით. ადამიანი გპასუხობს და ეჩრები“,- განაცხადა ამილახვარმა.

ხმაურის გამო კომიტეტზე შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა. კერძოდ, იაგო ხვიჩიას „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა მიმართა.

„50 ლარს ვეღარ იშოვი და ამიტომ ხარ ასეთ დღეში. სხვა რამე მოიფიქრეთ, რომ პარტიამ 50 ლარი არ დაკარგოს. ვახო გამოიყვანე მამაოდ და შენ ხარ ეპისკოპოსი. სირცხვილია“, - მიმართა ალუდა ღუდუშაურმა ხვიჩიას.

იაგო ხვიჩიამ კი კვლავ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ადგილზე მიანიშნა და თქვა, რომ ის „ფეიკ გენერალია“.

„ეს კაცი არის ფეიკ-გენერალი. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ის არის მონათმფლობელი და გენერლის მანტიას არცხვენს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ საკომიტეტო მოსმენა დაიწყო. “თავდაცვის კოდექსი“ მთელ რიგ სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის იმას, რომ სასულიერო პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებს - სასულიერო პირი არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება.

“თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა