მამუკა ხაზარაძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე - ეს რუსული კანონი „კუდიანებზე" ნადირობას ჰგავს - დღეს გაერთიანებისა და მკაცრი პროტესტის დროა! უმოქმედობა დაუშვებელია

ეს რუსული კანონი „კუდიანებზე" ნადირობას ჰგავს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ე.წ. უცხოურ აგენტებზე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი განცხადება, რომ „ქართულ ოცნებას" ევროპა არ სჭირდება და ყველაფერს აკეთებს, რომ ქართველ ხალხს ეს ისტორიული შესაძლებლობა წაართვას.

„დღეს გაერთიანებისა და მკაცრი პროტესტის დროა! უმოქმედობა დაუშვებელია, არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, წაართვას ჩვენს შვილებს მომავალი!“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი