პაატა ზაქარეიშვილი - „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ მოსპოს და გაანადგუროს ყოველგვარი სიმპათიები დასავლური ინსტიტუტების მიმართ - შედიან ავტორიტარიზმში, სხვა არაფერი დარჩენიათ

„ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ მოსპოს და გაანადგუროს ყოველგვარი სიმპათიები დასავლური ინსტიტუტების მიმართ. მთავარი ამოცანაა მტრის ხატის შექმნა დასავლეთის სახით. მათ ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ, - ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი, ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ გახდეს. ამასთან, დასძენს, რომ მათთვის „პატრიოტიზმი და კონსტიტუცია სასაცილოა“.

„ქართული ოცნება" მართლაც შედის ავტორიტარიზმში, სხვა არაფერი დარჩენიათ. როდესაც, მმართველ ძალას და რეჟიმს აქვს რესურსები ფსევდო დემოკრატიით მართოს სისტემა, ურჩევნია ყურადღება მოადუნოს, ვითომ დემოკრატიით მიაღწიოს წარმატებას.

დღევანდელ "ქართულ ოცნებას" არაფერი აქვს შესათავაზებელი საზოგადოებისთვის, ამიტომ ეპოტინება წარსულს. მას სჭირდება რაღაც შესთავაზოს საზოგადოებას, არა დღევანდელი დღისა. მას ამომრჩეველთან მუშაობა სჭირდება. "ქართულმა ოცნებამ" თავიდანვე ჩახსნა ყველა პროევროპული ძალა, 2016 წლიდან მოხდა " "ქართული ოცნების" შიდა გადატრიალება და მოძრაობის დაწყება იმ მიმართულებით, რომ იპოვონ ის ნავსაყუდელი, სადაც მათ საყვედურს არ ეტყვიან გაყალბებაზე, არადემოკრატიულ ქცევებზე. ასეთი სახელმწიფოა რუსეთი. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ მოსპოს და გაანადგუროს ყოველგვარი სიმპათიები დასავლური ინსტიტუტების მიმართ. მთავარი ამოცანაა მტრის ხატის შექმნა დასავლეთის სახით. მათ ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანა. ცნება ქვეყანა არ არსებობს, სახელმწიფოს არ ახსენებენ. სახელმწიფოს ნაცვლად ახსენებენ იმპერიულ ტერმინს -სამშობლოს. ჟონგლიორობით მუდმივად ცდილობენ, რომ ჩვენ დაგვაკარგვინონ მთავარი სანუკვარი ამოცანა, სახელმწიფოებრიობა. მათ უნდათ ფეოდალური მმართველობა შექმნან! პატრიოტიზმი, კონსტიტუცია მათთვის სასაცილოა. კონსტიტუციაში უწერიათ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და რას აკეთებენ?! ეწინააღმდეგებიან. ჩვენი და დასავლეთის შეცდომაა, რომ ჩვენ მათ აღვიქვამთ, როგორც ვითომდა სახელმწიფოზე მზრუნველებად. პარლამენტი პარლამენტი არ არის, პროკურატურა პროკურატურა არ არის“,- აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება