კახა კალაძე - უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, როდის დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია - საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოებია შესასრულებელი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში საზოგადოება შეიტყობს, თუ როდის დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საკმაოდ მასშტაბური სამუშაოებია შესასრულებელი.

„უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როდის დაიწყება აღნიშნული გამზირის რეაბილიტაცია, რა ვადები დასჭირდება. საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოები არის შესასრულებელი, გვინდა მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად მოვაწესრიგოთ და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განვახორციელოთ. რაც შეეხება ზოგადად სამუშაოების ხარისხს, სამწუხაროდ, ზოგადად, ეს პრობლემა სამშენებლო მიმართულებით გვაქვს, არ არსებობს შესაბამისი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, არის კადრების ნაკლებობა, ძლიერი კადრების გადინება, რომ ევროპაში უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდეთ. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია დავეწიოთ კადრების გადამზადებასა და პროფესიონალიზმში",-განაცხადა კალაძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება