ნიკა სიმონიშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე -  ეს კანონი ჩვენი ევროინტეგრაციის მომავალთან შეუსაბამოა - ეს ევროინტეგრაციის პროცესის მისამართით განზრახ საბოტაჟი

ეს კანონი ჩვენი ევროინტეგრაციის მომავალთან შეუსაბამოა - ეს ევროინტეგრაციის პროცესის მისამართით განზრახ საბოტაჟია“, - ამის შესახებ იურისტმა ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან მესამე სექტორის წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციას უერთდება.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება ის კანონი, რომელიც საქართველოს და ევროპას შორის კედელს ააშენებს.

„ეს კანონი ცალსახად რუსულია, ეს არის პირდაპირ რუსული კანონის ანალოგი, რომელმაც რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება მოსპო, ეს არის ისეთ დროს და ვითარებაში ჩატარებული პროცესი, რომელიც ცალსახად მტრული აქტია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი გვეუბნება, რომ ეს კანონი არის ჩვენი ევროინტეგრაციის მომავალთან შეუსაბამო, როდესაც ხელისუფლება ამას არ ითვალისწინებს, ეს ნიშნავს ერთადერთს, ეს არის განზრახ საბოტაჟი ევროინტეგრაციის პროცესის მისამართით, ამიტომ, ჩვენ საზოგადოების წარმომადგენლები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გვეთქვა - არა, რუსულ კანონს! არა იმ კანონს, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ევროპას შორის კედელს ააშენებს და ევროპასთან დაგვაშორებს“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა