სოზარ სუბარი - 2016 წელს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევით არასამთავრობო სექტორი ითხოვდა ზუსტად იმას, რასაც „ხალხის ძალა" დღეს კანონპროექტის სახით წარვადგენთ - რა შეიცვალა?

მოგვწონს ეს კანონი თუ არ მოგვწონს ახლა რომელსაც განვიხილავთ, ეს არის სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი აშშ-ის კანონმდებლობიდან, წერტილ-მძიმეც არ არის შეცვლილი, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტების მსგავსი დასკვნა ჰქონდა კვლევას, რომელიც 2016 წელს ჩატარდა და რომლის მიხედვითაც არასამთავრობო სექტორი ზუსტად იმავეს მოითხოვდა, რასაც „ხალხის ძალა" ახლა კანონპროექტის სახით წარადგენს.

„2016 წელს ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში კვლევა ჩატარდა, რომლის ერთ-ერთი ავტორი, ბატონი ლაშა ტუღუში ჩვენთან არის (ოთხი ავტორი ჰყავს ამ კვლევას). კვლევას ჰქვია: „უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში". კვლევაში ვითარება არის აღწერილი და შემდეგ, მოცემულია სამი მოდელი, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ. პირველ მოდელს წავიკითხავ: პირველი - უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში რეგისტრირებული ის არასამეწარმეო, იურიდიული პირები, ანუ არასამთავრობოები, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან. მეორე - რეესტრში პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს გრანტების შესახებ, კანონის მეხუთე მუხლის პირველი მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება გრანტის გამცემს, ანუ დონორსა და გრანტის მიმღებს შორის უნდა შეიცავდეს: გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რასაც გრანტის გამცემი, დონორი უყენებს გრანტის მიმღებს. მესამე - საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ არასამეწარმეო იურიდიულ პირს უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა რეესტრში წარადგინოს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია; მეოთხე - საქართველოს კანონმდებლობით, ცალსახად უნდა განისაზღვროს ამ მონაცემებისა და დოკუმენტაციის გამჭვირვალობა, აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის. და ბოლო პუნქტი: მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი უნდა იყოს გადაამოწმოს რეესტრისთვის წარმოდგენილი მონაცემების სისწორე, ამ მიზნით კოორდინირებულად ითანამშრომლოს საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან. აი, ეს არის, რასაც ქართული არასამთავრობო სექტორი ევროკავშირის დაფინანსებით ითხოვდა 2016 წელს და მართლა მაინტერესებს - რა შეიცვალა დღეს? ჩვენი კანონპროექტი სიტყვა სიტყვით ასახავს ამას, უბრალოდ, გაცილებით ნაკლებ მოთხოვნებს აყენებს, განსხვავებით ამერიკული კანონისგან, რომელიც ასევე გვაქვს თარგმნილი და რომელიც გაცილებით მკაცრია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის