ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ნატოში უკრაინის წევრობის ერთადერთი ალტერნატივა მისი ბირთვული სტატუსია

ნატოში უკრაინის წევრობის ერთადერთი ალტერნატივა მისი ბირთვული სტატუსია. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ ამერიკულ გამოცემა Newsweek-თან ინტერვიუში განაცხადა.

“თუ ვიტყვით, რომ ამ ომის შემდეგ უკრაინას ნატოს წევრად არ ვხედავთ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ გვეშინია ან ვპროგნოზირებთ, რომ რუსეთი კვლავ დაესხმება თავს, და მაშინ ნატოს ქვეყნები მსოფლიო ომში იქნებიან ჩართულნი, ან, როგორც მინიმუმ, ევროპული კონტინენტისთვის ომში. ეს უკვე იმის აღიარებაა, რომ ფართომასშტაბიანი ომი გამეორდება”, - თქვა რეინსალუმ.

მან უკრაინის ალიანსში წევრობის ნებისმიერი ალტერნატივები უარყო და აღნიშნა, რომ დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგის მიღმა დატოვება კიევს გაურკვევლობაში დატოვებს და ქვეყნის აღდგენის პროცესს ძირს გამოუთხრის.

“რა აზრი აქვს ნატოს კოპირების მცდელობებს, თუ მკაფიოდ აღნიშნავთ, რომ ეს ნატო არ არის? ეს ნახევრად-ნატოს ჰგავს. ასეთ კოპიას დიდი ეჭვით მივუდგებოდი. სიმართლე გითხრათ, ერთადერთი გარანტია, ნატოს გარდა, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის მიწოდება იქნებოდა”, - თქვა რეინსალუმ.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ალიანსის ქვეყნების ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ვალდებულებების გათვალისწინებით, ასეთი ნაბიჯი არასასურველი და შეუძლებელი იქნებოდა.

“წარმოიდგინეთ, რომ ომის შემდეგ უკრაინას არ მივცემთ გარანტიებს, რომლებსაც მე-5 მუხლი ითვალისწინებს. ასე უკრაინას წავახალისებთ საკუთარი თავდაცვა “ზღარბის” სტრატეგიით ააწყოს, როგორც ველურ დასავლეთში, შაშხანებით თავის ფორტში იდგეს და რუსეთს ელოდებოდეს. ვფიქრობ, ეს ევროპის შუაგულში “რუხ ზონას” გააჩენს”, - თქვა რეინსალუმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის