გიორგი ბოტკოველი - პუტინის მონის, ანრი ოხანაშვილის დავალებით, დარბაზში შემოცვივდნენ როგორც მანდატურები, ისე გაურკვეველი ხალხი და ფიზიკურად გაგვისწორდნენ

ის, რომ ფიზიკურად გაგვისწორდნენ, რამეს კი არ ნიშნავს, ხელს გამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მისი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მიმართ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად იწევდნენ.

„ამათ ჰგონიათ, რომ დღეს ჩვენ იქ ვართ 10 ან 15 ოპოზიციონერი დეპუტატი და შეძლებენ ქვეყნის გარუსებას. არა, აქ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი. გადაიხედონ იქით, გადაიხედონ აქეთ, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არ მისცემს მათ იმის საშუალებას, რომ გაიტანონ ეს კანონი და გაარუსონ ბოლომდე ქვეყანა. ის, რომ ფიზიკურად გაგვისწორდნენ, რამეს კი არ ნიშნავს, ხელს დამარტყამენ თუ წიხლს ჩამარტყამენ, ამით წიხლს ურტყამენ საკუთარი შვილების მომავალს, მეტი არაფერი. ანრი ოხანაშვილის, პუტინის მონის დავალებით შემოცვივდნენ ერთად, როგორც მანდატურები, ისე გაურკვეველი ხალხი, ფიზიკურად გაგვისწორდნენ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ჩვენზე ფიზიკურად იწევდნენ. მაგალითად, შოთა ხაბარელი, ამხელა დამსახურების კაცი, დღეს საქართველოს დამცველების წინააღმდეგ იწევს. ჩვენ რა უნდა დაგვაკლონ, ვერაფერი, მათ პასუხს გასცემთ ქართველი ხალხი “, - განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი უნდა განეხილათ, ხმაური და დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო