პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, უკრაინის ჰიმნის ფონზე, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს.
ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო", "არა რუსულ კანონს".