Isurve.ge – N1 ქართული ონლაინ მაღაზია კავკასიაში

21-ე საუკუნეში ტექნოლოგიურმა პროგრესმა ბევრი რამ გაამარტივა. ონლაინ პლატფორმების განვითარებამა და მოქნილმა პირობებმა უზრუნველყო ყველანაირი პროდუქციის ერთ სივრცეში მოქცევა და შეკვეთის შესაძლებლობა. ამავდროულად მაღაზიებს არ დაუკარგავთ კლასიკური სიმარტივე. შესაძლებელია ერთი ზარით კონსულტაციისა და ყველა კითხვაზე პასუხის მიღება და სასურველი ნივთის შეძენა, დაწყებული ტელევიზორიდან, დასრულებული ნივრის საჭყლეტით.

საკურიერო მომსახურებით კი შესაძლებელია თავი ავარიდოთ საცობში დგომასა და შენაძენის საკუთარი ხარჯებით ტრანსპორტირებას. სწორედ ამას ემსახურება ონლაინ პლატფორმების არსებობა, რომელთა უმთავრესი მოვალეობა მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და მომსახურების უმოკლეს დროში, ხარისხიანად შესრულებაა.

ბოლო წლებში კოვიდ პანდემიამ უზარმაზარი როლი ითამაშა ცხოვრების ონლაინ რეჟიმში გადასვლაში. ბევრმა ბიზნესმა ფეხი ვერ აუწყო დიჯიტალიზაციასა და ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლას, თუმცა არსებობენ ამ ბაზრის ლიდერები, რომლებიც განვითარებული ინფტრასტრუქტურის ხარჯზე მომზდებულნი შეხვდნენ ამ გამოწვევებს. მაგალითად ნომერ პირველი ქართული ონლაინ მაღაზია Isurve.ge.

ისურვე 2017 წელს დაარსდა და მას შემდეგ მუდმივად ვითარდება. კომპანია სწრაფად ზრდის საიტზე წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტს და ისახავს ახალ ამოცანებს.

აღსანიშნავია, რომ ისურვემ პანდემიის პერიოდში შეძლო, რომ გაეძლო გაზრდილი დატვირთვისთვის და მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა პროდუქცია, რათა არ ეგრძნოთ პანდემიის შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტი. ბიზნესის ერთ-ერთი ხიბლი ხომ სწორედ მისი გამძლეობაა გამოწვევების მიმართ.

წლებია ისურვე უამრავი მომხმარებლისათვის შეუცვლელი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს არწმუნებს საკუთარ სანდოობასა და ხარისხში.

Isurve.ge-ს საიტზე შესვლისას მომხმარებელს შემოთავაზებული ნივთების უზარმაზარი არჩევანი ეშლება: საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო წვრილმანი ნივთები, პროფესიონალური გამოყენების ტექნიკა, სამუშაო ხელსაწყოები, მანქანა-დანადგარები და უამრავი სხვა.

როგორც ჩანს ოთხასი ათასზე მეტმა კმაყოფილმა მომხმარებელმა ერთგვარი რეკომენდატორის როლი ითამაშა და ისურვე ქვეყნის ნომერ პირველი ონლაინ მაღაზია გახდა.

სწორად გადადგმული ნაბიჯების დამსახურებით ისურვე გასცდა საქართველოს საზღვრებს და დღეს სომხეთის ბაზარზეც არსებობს და უკვე შეიძლება ითქვას, რომ ახალ გარემოშიც ძალიან კარგი რეპუტაციითა და უამრავი მომხმარებლის ნდობით სარგებლობს.

როგორც ჩანს, მოქნილი საგარანტიო სერვისი, მომხმარებლებზე მორგებული განვადების სისტემა და უფასო მიწოდება ყველა სოფელსა თუ ქალაქში ელექტრონულ კომერციაში წარმატების წინაპირობაა.

ისურვე კვლავაც აგრძელებს ზრდას, მომხმარებლებზე ზრუნვას, ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ განვითარებასა და შემოთავაზებული პროდუქციის არჩევანის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია