ირაკლი კობახიძე - გარწმუნებთ, რომ 99%-ს, რომელიც დღეს შფოთავს, კანონი ან წაკითხული არ აქვს, ან შეიძლება იურისტის დახმარების გარეშე ჰქონდეს წაკითხული

გარწმუნებთ, რომ 99%-ს, რომელიც დღეს შფოთავს, კანონი ან წაკითხული არ აქვს, ან შეიძლება იურისტის დახმარების გარეშე ჰქონდეს წაკითხული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ტყუილი, რასაც საზოგადოებას ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით აჯერებენ არის ის, რომ თითქოს ადამიანები აგენტებად ან ჯაშუშებად შეირაცხებიან.

"იქნება რეესტრი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან არასამეწარმეო იურიდიული პირები და მედიასაშუალებები, რომელთა დაფინანსება აღემატება 20%-ს და საუბარია იმაზე, რომ ისინი უზრუნველყოფენ უცხოური გავლენების რეალიზებას ჩვენს ქვეყანაში. ამის იქით არაფერზე არაა საუბარი. მათ დაევალებათ ერთადერთი რამ - ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის წარმოდგენა. ეს არის მთელი შინაარსი ამ კანონპროექტის, თუმცა უამრავი ადამიანი, რომელიც ამასთან დაკავშირებით დღეს შფოთავს - მე გარწმუნებთ, რომ 99%-ს კანონი ან წაკითხული არ აქვს, ან შეიძლება იურისტის დახმარების გარეშე შეიძლება ჰქონდეს წაკითხული", - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი