მარია ზახაროვა - ბორელმა განაცხადა, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელმაც პროტესტი გამოიწვია თბილისში, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება - ახლა გასაგებია, რატომ არაა აშშ ამ დრომდე ევროკავშირში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

ზახაროვას თქმით, ახლა გასაგებია, რატომ არაა აშშ ამ დრომდე ევროკავშირში.

„ბორელმა განაცხადა, რომ კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელმაც პროტესტი გამოიწვია თბილისში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ახლა გასაგებია, რატომ არაა აშშ ამ დრომდე ევროკავშირში - იქ ეს კანონი 1938 წლიდან მიიღეს", - დაწერა ზახაროვამ „ტელეგრამზე“.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღებას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

ბორელის თქმით, კანონის პირველი მოსმენით მიღება ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.

„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი და იხსენებს ხალხის უფლებას მშვიდობიანი პროტესტის გამართვის შესახებ”, - წერია ბორელის განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი