სანდრო რაქვიაშვილი - „ქართულ ოცნებას“ უკან არ დაუხევია - ხალხი, ვინც ციხეშია, უნდა გამოუშვან

„ქართულ ოცნებას" უკან არ დაუხევია - ხალხი, ვინც ციხეშია, უნდა გამოუშვან, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

„სწორი ნაბიჯია, მაგრამ ეს ნაბიჯი შეიძლება იმისთვის იყოს გადადგმული, რომ მუხტი ჩავარდეს და ხალხი დაამშვიდონ, რადგან „ქართულ ოცნებას“ უკან არ დაუხევია - ხალხი, ვინც ციხეშია უნდა გამოუშვან. ჯერ კიდევ არის იმის ალბათობა, რომ ამ კანონს გადაავადებენ და რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება თუ იმ ხალხის მიმართ, ვინც დაიჭირეს რეპრესიები იქნება გატარებული, ამიტომ პროტესტი არ უნდა გაჩერდეს. ეს არ არის პირველი რუსული კანონი და არ იქნება ბოლო რუსული კანონი. მთავრობამ უნდა დაინახოს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას უნდა ევროინტეგრაცია, ასე რომ წინ ბევრი ასეთი სიტყვაა სათქმელი.

პოლიტიკოსები ყოველთვის უნდა იყვნენ პროტესტის წინა ფლანგზე. გუშინ, პოლიტიკოსებმა ცუდი მაგალითი აჩვენეს და იმ ხალხმა ვინც მივარდა მიკროფონთან, ფაქტობრივად, ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს მიტინგი დაეშალათ. მე არ ვფიქრობ, რომ პროტესტი უნდა იყოს პოლიტიკოსებისგან დაცლილი. პოლიტიკოსები უნდა იყვნენ, პოლიტიკური მოთხოვნები უნდა იყოს, მაგრამ,რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროტესტი აძლიერებს ამ პოლიტიკოსებს პარლამენტში, ამიტომ ეს უნდა იყოს გადაბმული პროცესი და არა იზოლირებული", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა