„ევექსი ჰოსპიტლების“ თანამშრომლებმა ბარსელონაში ჯანდაცვის მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამა გაიარეს

„ევექსი ჰოსპიტლების“ მენეჯერებმა ევროპის წამყვან და ინოვაციურ ბიზნეს სკოლაში - EADA Business School Barcelona ჯანდაცვის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსი წარმატებით გაიარეს.

„ევექსის“ ინფორმაციით, ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკებზეა დაფუძნებული, ალტე უნივერსიტეტმა „ეადასთან“ პარტნიორობის ფარგლებში შექმნა.

პროგრამა ჯანდაცვის სფეროში ორგანიზაციების სტრატეგიულ მუშაობასა და ქვეყანაში ჯანდაცვის მიმართულების გაძლიერების ხელშესაწყობად ამოქმედდა.

მათი ცნობით, 5-თვიანი პროგრამის სრული კურსი 6 მოდულისგან შედგებოდა და აერთიანებდა ინოვაციური მენეჯმენტის, ჯანდაცვის ეკონომიკის, ციფრული ტრანსფორმაციის, ხარისხისა და საოპერაციო მენეჯმენტის, მარკეტინგისა და რესურსების მართვის ინდივიდუალურ პროგრამებს. სასწავლო პროგრამის დასკვნითი მოდული და ატესტაცია ბარსელონაში ჩატარდა.

„EADA – Business School Barcelona in Europe ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ინოვაციური ბიზნეს სკოლაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ბიზნესის სფეროში ჩატარებულ კვლევებსა და ცოდნაზე დაყრდნობით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს სატრენინგო პროგრამებს სთავაზობს. მისი მიზანია კურსების თითოეული მონაწილე გლობალური ხედვით აღჭურვოს. The Financial Times-ის და საერთაშორისო, დამოუკიდებელი ორგანიზაციების (EQUIS, AMBA) მიერ ის აღიარებულია, როგორც ხარისხიანი და სიღრმისეული გამოცდილების მქონე ინსტიტუტი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან