გიგი წერეთელი EPP-ის რეზოლუციაზე - ყველასთვის ნათელია, რომ ამ ხელისუფლებასთან ერთად საქართველო ვერ გახდება ევროპის სრულუფლებიანი წევრი

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ჰელსინკში, EPP - ის პოლიტიკურ ასამბლეაზე იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

როგორც პარტიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ასამბლეაზე საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის დაინიცირება იქნება განხილული და მსჯელობის შემდეგ, სპეციალურ რეზოლუციას მიიღებენ.

„ჩვენ ვხედავთ, როგორი რეაქციებია მსოფლიოში, დემოკრატიულ სამყაროში იმ კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ და მოახდინა ამ აბსოლუტურად მავნებლური, წარმოუდგენლად მძიმე კანონის ინიცირება.

ამასთან დაკავშირებით ახლაც ჰელსინკში, სადაც მიმდინარეობს ევროპის ყველაზე დიდი გაერთიანების, ევროპელ ხალხთა პარტიის პოლიტიკური ასამბლეა, აქაც იქნება მსჯელობა და მიიღებენ რეზოლუციას, სადაც ასახულია წუხილები და ეს ყველაფერი დაგმობილია.

რეზოლუციაში ნათქვამია ძალიან მკაფიოდ, რომ არამარტო ეს კანონი, არამედ მთელი ამ წლების დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში, ის ნარატივები, ის გზავნილები, რომელიც ისმის ანტიდასავლური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ის პოზიცია, რომელიც მათ აქვთ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ასევე ის გამოუთქმელი სურვილები და გადაუდგმელი ნაბიჯები რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის საწინააღმდეგო ნაბიჯებია.

შესაბამისად, ყველასთვის დღეს ნათელია, რომ ამ ხელისუფლებასთან ერთად წარმოუდგენელია და არარეალურია მოხდეს იმგვარი განვითარება, რომ ვისარგებლოთ ამ ისტორიული მომენტით, მივიდეთ ევროინტეგრაციამდე და გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრები“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს