ირაკლი ზარქუა - ამ აქციის უკან „ორი გვამის“ ავტორები იდგნენ

ამ აქციის უკან „ორი გვამის“ ავტორები იდგნენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქციის უკან იდგნენ „ხელმოცარული პოლიტიკოსები", მათ შორის მერაბიშვილი. ამასთან ზარქუა მიიჩნევს, რომ პროუკრაინული მთავრობა, რაზეც მერაბიშვილი საუბრობს, მეორე ფრონტის გახსნას ნიშნავს.

„ის, რაც ხდებოდა ამ ორი დღის განმავლობაში, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ უსისხლოდ... მიუხედავად იმისა, რომ „ორი გვამის“ ავტორები იდგნენ ამ აქციის უკან, მათ შორის, ის ხელმოცარული პოლიტიკოსები, ვისაც ერთი სული ჰქონდათ სისხლი დაეღვარათ.

მადლობა მინდა ვუთხრა პოლიციას, იმ მაგარ ბიჭებს, ვინც არ წამოეგნენ ამ პროვოკაციას, რომელიც დაგეგმა მერაბიშვილმა და იმ ხელმოცარულებმა. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ჩვენს ხვალინდელ ევროპულ მომავალს საფრთხე არ ემუქრება, მცდელობა იყო, რომ თქვენ შეცდომაში შეეყვანეთ. ჩვენს ინიცირებულ კანონპროექტს რაც შეეხება, გარკვეულწილად ჩვენი პრობლემა იყო, რომ მოსახლეობას, ახალგაზრდებს არ ავუხსენით წინასწარ თუ რასთან გვქონდა საქმე. რუსეთი და პუტინი არის საქართველოს ოკუპანტი და მტერი, მაგრამ იმას არ უნდა დავუჯეროთ ვინც რუსულ ჯარს შემოუძღვა ქვეყანაში, მაგალითად მერაბიშვილი რას ამბობს, რომ მთავარი ამოცანა არის გადატრიალება მოახდინონ, რომ შემდეგ პროუკრაინული მთავრობა მოვიდეს, ეს რას ნიშნავს? - რომ მეორე ფრონტი გაიხსნას,"- განაცხადა ზარქუამ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა