CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის კვირეული დასრულდა

მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კვირეული დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი გაიხსნა CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ტურით, რომელსაც ფაკულტეტის კოორდინატორი, მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალური მენეჯერი ლაშა ბოდაველი უძღვებოდა.

"პროექტის ფარგლებში, მსმენელები გაეცნენ როგორც მევენახეობის, ისე დეგუსტაციების ძირითად ასპექტებს, ისტორიულ ფაქტების გასაცნობად, ჩაუტარდათ ტური საუნივერსიტეტო მარანსა და ლაბორატორიებში.

კვირეულის პირველი შეხვედრა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ ოლანი გოცირიძეს დაეთმო, თემაზე - „მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიული რაკურსი“.

მეორე შეხვედრას აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, შენგელი კიკილაშვილი, CIU-ს მეცნიერ-თანამშრომელი და ასისტენტ-პროფესორი, ღვინის კომპანია „შუმის“ ამპელოგრაფი უძღვებოდა, თემაზე - „მევენახეობის ზონები და რეკომენდირებული ვაზის ჯიშები“.

მესამე შეხვედრაზე, თემაზე - ,,ღვინის ვარჯიშები“ სტუდენტებს უმასპინძლა, ენოლოგმა, სერტიფიცირებული სომელიემ, მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ მთავარი მეღვინემ, CIU-ს მოწვეულმა ლექტორმა საბა ქიტიაშვილმა.

პროექტი ბოლოს გაიმართა ფილმის ჩვენება ,,საქართველო ღვინის სამშობლო“.

დასასრულს კი, მონაწილეებს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია