დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვაზე - ეს რადიკალიზმის კიდევ ერთი ბინძური და მახინჯი გამოვლინებაა, ასეთი ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობა შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს

ეს არის რადიკალიზმის კიდევ ერთი ბინძური და მახინჯი გამოვლინება, ასეთი ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტთან „ალტ-ინფოს" წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას.

მისი თქმით, ასეთი ქმედება ყოვლად დაუშვებელი და დასაგმობია.

„ეს არის რადიკალიზმის კიდევ ერთი ბინძური და მახინჯი გამოვლინება, რომელიც საზოგადოებამ იხილა, რაც ყოვლად დასაგმობია. ასეთი ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას. ყველა რადიკალის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ასეთი ქმედება დაუშვებელია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხვდება ევროკავშირის საკმაოდ მაღალი დონის დელეგაციას, ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ალტ - ინფოს“ წარმომადგენლებმა ჯერ მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა