გიორგი ჩალაძე - მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა მის მაგივრად საჯაროდ მეთქვა - ის ამაყობს იმით, რომ ევროპის და თავისუფალი სამყაროს აგენტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას ევროპის ჯაშუში უწოდა და მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა მის მაგივრად საჯაროდ მეთქვა, რომ ის ამაყობს იმით, რომ ევროპის და თავისუფალი სამყაროს აგენტია, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს 47 სხვადასხვა დიაგნოზი აქვს, მათ შორის, რამდენიმე ძალიან მძიმეა.

მიხეილ სააკაშვილის სხეულში მძიმე მეტალების არსებობა არის ფაქტი, რომელიც დადასტურდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლაბორატორიისა და სხვა ლაბორატორიების მიერ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას ევროპის ჯაშუში უწოდა და მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა მის მაგივრად საჯაროდ მეთქვა - ის ამაყობს იმით, რომ ევროპის და თავისუფალი სამყაროს აგენტია.

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთი პატიმრის გათავისუფლებას, რომლის ჯანმრთელობა მძიმეა, მიხეილ სააკაშვილს კი, 47 სხვადასხვა დიაგნოზი აქვს, მათ შორის, რამდენიმე ძალიან მძიმე დაავადება. საქართველოს სასამართლომ ნახა საბუთები და განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის ავად, საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ ევროპარლამენტარები მოსყიდული ხალხია, რომელიც არ წარმოადგენს თავისუფალ სამყაროს, ასე რომ შეიძლება საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბრალი დაგვდონ, რომ ჯაშუშების კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა. ახლა ჩვენ დრო ძალიან ცოტა გვაქვს და თუ არ ვიმოქმედებთ პუტინი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ჩალაძემ, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შეპყრობილი იყო იდეით, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილად ექცია.

„ჩემი შვილის ოცნება იყო, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის წევრი გამხდარიყო, რაც ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნებაც იყო. ის სტუდენტი იყო, როდესაც საქართველო ეუთო-ს წევრი გახდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციას შეუერთდა და მიხეილ სააკაშვილი შეპყრობილი იყო იდეით, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილად ექცია. იმ დროს საქართველო ჩაძირული იყო კორუფციაში, ჩვენი განათლების სისტემა დაფუძნებული იყო კორუფციაზე, სამედიცინო სექტორი იყო ქრთამებზე და მისი მიზანი ამის შეცვლა იყო, რაც მან მოახერხა“, - განაცხადა გიული ალასანიამ, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა