კატარინა მატერნოვა - დეტალურად შეფასდება, სად დგას საქართველო და დიდი იმედი მაქვს, რომ შემოდგომამდე ქვეყანას კანდიდატის სტატუსისთვის საკმარისი “ამუნიცია” ექნება

შემოდგომაზე ძალიან დეტალურად შეფასდება, თუ სად დგას საქართველო და დიდი იმედი მაქვს, რომ კანდიდატის სტატუსისთვის საკმარისი „ამუნიცია“ ექნება. ამის შესახებ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, კატარინა მატერნოვამ თბილისში გამართულ რეგიონულ ამბასადორიალზე განაცხადა.

“ბურთი საქართველოს, საქართველოს მთავრობის, მაგრამ ასევე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, პარლამენტის მოედანზეა. სამოქალაქო ჩართულობა, რომელსაც საქართველოში ვხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანია.

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იკითხეთ და წინასწარმეტყველებას არ დავიწყებ. გადაწყვეტილება დღეს რომ იყოს მისაღები - ძალიან რთულია მსჯელობა, მაგრამ აშკარაა, რომ 12 ნაბიჯიდან, რომლებიც ჩვენ ნათლად განვსაზღვრეთ, ჯერ კიდევ არის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას…

წელს საქართველო, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, პირველად ჩართული იქნება შემოდგომაზე დაგეგმილ “გაფართოების პაკეტში”... ძალიან დეტალურად შეფასდება თუ სად დგას საქართველო და დიდი იმედი მაქვს, რომ შემოდგომამდე [საქართველოს] კანდიდატის სტატუსისთვის საკმარისი “ამუნიცია” ექნება”, - თქვა მატერნოვამ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება