მარკეტა გრეგოროვა საქართველოს მთავრობას - აირჩიეთ ვის მხარეს ხართ, ან არჩევანი აღარ ვიქნებით

აირჩიეთ, ვის მხარეს ხართ, ან არჩევანი აღარ ვიქნებით, - ასე მიმართა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოს მთავრობას ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

მარკეტა გრეგოროვას თქმით, საქართველოს მთავრობა ყოველ ნაბიჯზე ევროპარლამენტარების მიმართ ქვებს ისვრის.

“საქართველოს ჩვენთან დაახლოებაზე 4-წლიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ეს სურთ, უნდა ვთქვა, რომ დღევანდელი ვითარებით დაბნეული ვარ.

ისე ჩანს, რომ რაც არ უნდა ვთქვათ, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისთვის ეს მიზეზია, რომ არასამართლიანობაში დაგვადანაშაულოს ან მიზეზია მთავრობის სხვა წევრებისთვის, რომ პერსონალურად დაგვესხან თავს.

ახლა, მას შემდეგ რაც სწორი რამ ქნეს და გადაიფიქრეს “უცხოური აგენტების” ეს კანონი, მოკრძალებულები არ არიან, პირიქით, საშინელი ბრალდებებია, თუ როგორ შეუძლია ოპოზიციას ადამიანი მოკლას მხოლოდ იმისთვის, რომ ქაოსი გამოიწვიოს. რომ თურმე ჩვენ ვართ უცხოური აგენტები, რომლებიც შიდა საქმეებში ვერევით.

ერთი რამ მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობას, აქ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ არ ვართ. თქვენ გაქვთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცე. თქვენ გინდათ რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ, ყველაფერს აკეთებთ, რომ დაგვიახლოვდეთ, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ქვას გვესვრით.

ასე რომ, თუ გინდათ, რომ ევროკავშირს დაუახლოვდეთ მხოლოდ იმისთვის, რომ ქვები უფრო ახლო მანძილიდან ისროლოთ, მაშინ არა მგონია, რომ შევთანხმდეთ.

აირჩიეთ ვის მხარეს ხართ, ან არჩევანი აღარ ვიქნებით”, - თქვა გრეგოროვამ.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება