ადგილობრივ  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცესკოში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე 29 აპრილს დაგეგმილ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სამართლებრივი აქტების შესახებ, რომელიც 29 აპრილის არჩევნებზე ტექნოლოგიების გამოყენებას არეგულირებს.

მათი ცნობით, ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ეკა ცაბაშვილმა მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია კენჭისყრის შენობის მოწყობის, გადასატანი საარჩევნო ყუთის, წინასწარი შედეგების გამოცხადების, ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანის, კენჭისყრის შედეგების ხელახალი დათვლის და ყველა იმ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომლის განხორციელებასაც ადმინისტრაცია აღნიშნულ არჩევნებზე გეგმავს.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს სიახლეებისა და ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

ახალ ფორმატში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გაიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან