სტუდენტი ლუკა ჭოხონელიძე - სახალხო დამცველთან შეხვედრა დამაიმედებელი იყო, ვიტოვებთ იმედს, რომ ბატონი ლევანი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად იქნება ჩართული

სახალხო დამცველთან შეხვედრა დამაიმედებელი იყო, ვიტოვებთ იმედს, რომ ბატონი ლევანი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად იქნება ჩართული, - ამის შესახებ სტუდენტმა ლუკა ჭოხონელიძემ სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მისასალმებელია, რომ ლევან იოსელიანმა გამოთქვა მზაობა, რომ შეხვედრილიყო სტუდენტებს. გავუზიარეთ ის ბრალდებები, რომელსაც „ქართული ოცნება“, თუ სამთავრობო ტელევიზიები ჩვენს წინააღმდეგ ავრცელებენ. გავუზიარეთ რა სამართალდარღვევები იყო პოლიციელების მხრიდან ჩვენი მოძრაობის წევრებზე და ჩვენს მეგობრებზე და ვიტოვებთ იმედს, რომ ბატონი ლევანი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად იქნება ჩართული, მან ასევე მოგვცა პირობა, რომ ჩვენი მეგობრების სასამართლო პროცესებზე წარმოდგენილები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები“, - განაცხადა სტუდენტმა ლუკა ჭოხონელიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე