ოკუპირებულ ჯანკოიში რუსული ფრთოსანი რაკეტები გაანადგურეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ჯანკოიში რუსული ფრთოსანი რაკეტები გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ ჯანკოიში რუსული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები მაშინ გაანადგურეს, როდესაც ოკუპანტები მათ სარკინიგზო ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.

„იდუმალი „ბავოვნა“ აგრძელებს რუსეთის დემილიტარიზაციის პროცესს და ამზადებს უკრაინის ნახევარკუნძულს, ყირიმს დეოკუპაციისთვის“, - აცხადებენ უკრაინის სამხედრო დაზვერვაში.

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში განმარტავენ, რომ საუბარია რაკეტებზე, რომლებიც განკუთვნილია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებიდან გაშვებისთვის. ასეთი იარაღის განადგურების დიაპაზონი 2500 ათას კილომეტრზე მეტია სახმელეთო სამიზნეებისთვის და 375 კილომეტრზე მეტი - საზღვაო სამიზნეებისთვის.

მანამდე, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯანკოიში აფეთქებების ხმა ისმოდა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება