დავით მათიკაშვილი - მეორდება ის, რაც წლების წინ ხდებოდა, როცა „ნაცმოძრაობა“ ევროსტრუქტურების დერეფნებში დადიოდა და პარტნიორებს  ემუდარებოდა, ჩვენთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება არ დაეშვათ

მეორდება ის, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე და ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის მონიჭებამდე ხდებოდა რამდენიმე წლის წინ. საზოგადოებას შევახსენებ იმ სამარცხვინო ფაქტებს, თუ როგორ დადიოდნენ „ნაცმოძრაობის“ კონკრეტული წარმომადგენლები ევროკავშირის სტრუქტურების დერეფნებში და როგორ ემუდარებოდნენ პარტნიორებს, არ დაეშვათ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივება, რადგანაც ეს მათ პარტიულ ინტერესებში არ შედიოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღესაც ასე გრძელდება, კერძოდ კი, „ზოგიერთმა“ მთავარ საქმედ პოლარიზაცია და რადიკალიზაცია დაისახა და ევროპულ სტრუქტურებში აგიტაციას ეწევა, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ელექტორალურად სრულიად გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები, რომელთაც არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვთ, არ აკლებენ მცდელობას, გააღრმაონ რადიკალიზაციის ნიშნული, ტყუილების პროპაგანდით საზოგადოებაში გამოიწვიონ ტემპერატურის აწევა და ძალადობით დააბრუნონ სააკაშვილი ხელისუფლებაში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, დავით მათიკაშვილის თქმით, ანტიკონსტიტუციურ მისწრაფებებს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იზიარებს და „არჩევს, რომელ რადიკალთან ითანამშრომლოს - კეზერაშვილთან, გახარიასადა მერაბიშვილთან“.

„ამ ლიბერალურ-ბოლშევიკურ-ფაშისტური დაჯგუფების მიზანია სიცრუის პროპაგანდით, საკუთარი ქვეყნის მტრობით მიაღწიონ საწადელს, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა