პაატა მანჯგალაძე - შესაძლოა, პარტიაში პარლამენტის ბოიკოტის საკითხი გადაიხედოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარტიაში შესაძლოა ბოიკოტის საკითხი გადაიხედოს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ე.წ. აგენტების კანონზე პარლამენტში გაწეულმა წინააღმდეგობამ უფრო გამოიღო შედეგი, ვიდრე ბოიკოტმა, რადგან ადამიანებამდე სწორედ პარლამენტიდან შეძლეს სათქმელის მიტანა.

„რუსულ კანონპროექტზე ავხსენით კარგად სათქმელი, გავმართეთ დებატები კომიტეტზე, შემდეგ პლენარულ სხდომაზე, რამაც უფრო შედეგი გამოიღო, ვიდრე ბოიკოტმა. ამიტომ, შეიძლება, დავაყენო საკითხი, ხომ არ გადავხედოთ ბოიკოტის საკითხს. 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, ბოიკოტის გაგრძელება არასწორი იქნება, პირიქით, უნდა ჩავერთოთ. როგორც რუსულ კანონზე მივიტანეთ სათქმელი, ასე უნდა მოხდეს რეკომენდაციებზეც. საბოტაჟი მხოლოდ რუსული კანონით კი არ ხდებოდა, საბოტაჟია, როცა არ აკეთებ სასამართლო რეფორმას, დეოლიგარქიზაცია არ ხდება, ან ცუდი ფორმით ხდება, როცა ანტიკორუფციული უწყება დაუქვემდებარეს ღარიბაშვილს, როცა ევროკავშირი გინდა, არ უნდა თქვა, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირია.

კობახიძე ჩამოყალიბდა პროპაგანდისტად და გაკვირვებული ვარ, ამ ახალგაზრდა ადამიანმა როგორ შეითვისა ასე კარგად საბჭოთა პროპაგანდის ხერხები, გაუქმებულ კანონს იყენებს ყოველდღე პროპაგანდაში, ამბობს, რომ აგენტების მიწოდებულ მოსაზრებებს ეყრდნობა [სახელმწიფო დეპარტამენტის] ანგარიში, ჩანს, რომ მიზანი გამჭვირვალობა კი არა ადამიანების სტიგმატიზება ყოფილა. ღარიბაშვილიც დაკავებულია მოსახლეობის დაშინებით, რაც რუსული ჰიბრიდული პროპაგანდის სტრატეგიაა. გამოდის და ამბობს, მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ვართო, დასავლეთის, აშშ-ის და ევროკავშირის განცხადებები არ აინტერესებს და კარგად უსმენს პუტინს, რომ არ გააღიზიანოს. ვხუმრობდი - კობახიძე იტყვის, რომ ჩალის ფასი აქვს ჰააგის გადაწყვეტილებას, რომ ეს არ ნიშნავს საბოლოო ვერდიქტს, გამოვიდა მართლაც და ჩალის ფასი არ უთქვამს, დანარჩენი ყველაფერი თქვა, ჩვეულებრივი რუსი პროპაგანდისტები არიან”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას