გია ვოლსკი ანალენა ბერბოკის პოზიციაზე -  განცხადება არასწორია - ხელისუფლების მიერ არის შექმნილი კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ სწორედ ევროპული მიმართულება არის მთავარი და აუცილებელი სტაბილურობის შენარჩუნებისათვის

ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი „არასწორს“ უწოდებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტის წინ გაკეთებულ შეფასებას, რომ „ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს“.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია ევროინტეგრაციის პროცესის მიზანზე და მხარს უჭერს ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების გზით მოვიდა.

„განცხადება არასწორია. საზოგადოების უმრავლესობა და უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია ევროინტეგრაციის პროცესის მიზანზე. საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რომელიც არჩევნების გზით მოვიდა. ამ ხელისუფლების მიერ არის შექმნილი კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ სწორედ ეს მიმართულება არის მთავარი, საჭირო და აუცილებელი განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის.

დავეთანხმები იმას, რომ არსებობს კიდევ მეორე ძალა - რადიკალური ოპოზიციის ხაზით, რომელიც ცდილობს ამ გზიდან აგვაცილოს და საომარ მოქმედებებში ჩართულობის რეჟიმში გადაგვიყვანოს. ეს არის ფაქტი. თუ ამ ფაქტს სიღრმისეულად შევაფასებთ და ანალიზს გავუკეთებთ, მივხვდებით, სად არის სიმართლე განცხადებებში და სად - სიცრუე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტამდე განაცხადა, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა და გასული კვირების განმავლობაში ქართველმა ხალხმა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები ააფრიალა პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.

„გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან“, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის