ირაკლი კობახიძე - ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია - NGO-ებს შეეშინდათ, რომ იოსელიანის ისე დაქვემდებარება გაუჭირდებოდათ, როგორ მარტივადაც ლომჯარია დაიქვემდებარეს

ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია. NGO-ებს შეეშინდათ, რომ მათ ლევან იოსელიანის ისე დაქვემდებარება გაუჭირდებოდათ, როგორც თავის დროზე მარტივად ნინო ლომჯარია დაიქვემდებარეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მესამე სექტორის წარმომადგენლების მხრიდან სამი დეპუტატი ქალის მიმართ შესაძლო ბულინგთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ვარაუდობს, რომ სამი დეპუტატი ქალის მიმართ ბულინგი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს, რომლებმაც ლევან იოსელიანის სახალხო დამცველის პოსტზე არჩევისთანავე ნეგატიური განცხადება გაავრცელეს.

„სჯობს, კომენტარი გააკეთოს თავად ლევან იოსელიანმა, რომელმაც ამხილა ზოგადად, NGO-ები ბულინგში, რომელიც სამი დეპუტატი ქალის მიმართ წარმოებდა. მე უბრალოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ ესენი იყვნენ ის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც იოსელიანის არჩევისთანავე ნეგატიური განცხადება გამოაქვეყნეს მის არჩევასთან დაკავშირებით. ეს იყო დაახლოებით, 10-15 NGO. ესენი არიან ყველაზე მდიდარი NGO-ები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე რადიკალური ქმედებებით, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის შემადგენელი ნაწილი“, - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო ბულინგის მიზეზი, კობახიძე პასუხობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს სახალხო დამცველის პოსტზე აგენტი და ჯაშუში უნდოდათ.

„მიზეზი არის ერთი - მათ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში, აქედან გამომდინარე, მათ გაუჭირდებოდათ ლევან იოსელიანის დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს მარტივად თავის დროზე ნინო ლომჯარია. ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია. მე ამის ღრმად მწამს და ამის ეშინოდათ, რა თქმა უნდა, შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელსაც უნდოდათ აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე,“ - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა