პრემიერი - ევროპარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო, მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილს და ჩვენ ქვეყანას

ევროპარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ, მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. მათ პირდაპირ თქვეს, თითქმის ტოლობის ნიშანიდაუწერეს სააკაშვილს და ჩვენ ქვეყანას, საქართველოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ე.წ. ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მან განმარტა, თუ რატომ მიიღო ევროპარლამენტმა „სამარცხვინო რეზოლუცია“ და აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი თანხვედრაში მოდის დესტრუქციული ძალის მიზნებთან და ამოცანებთან“.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გამონათქვამები, რომელიც უკავშირდებოდა ევროპარლამენტარების, ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის განცხადებებს. ევროპარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ, მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. მათ პირდაპირ თქვეს, თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილს და ჩვენ ქვეყანას, საქართველოს. აქ, პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი]კლავდა, მისი რეჟიმი კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ჩაგრავდა, არ არსებობდა მედიათავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო. დემოკრატიის არანაირი ნიშან-წყალი ქვეყანაში აბსოლუტურად არ არსებობდა. ის არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი, სააკაშვილი, რომელიც დღეს კერძო კლინიკაში სასჯელს იხდის. ამის მიუხედავად გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ. ვიცით, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი, მაგრამ ის ჩვენი კრიმინალია. რა გვითხრეს კეზერაშვილზე? ადამიანი, რომელიც არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი საქართველოში, ჯარის მძარცველი, ბიზნესის რეკეტიორი და ევროპელი პენსიონერების მძარცველი ქურდი, რომლის თაობაზეც ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურა, ევროკავშირის წევრი ქვეყნის პროკურატურები გამოძიებას აწარმოებენ და ჩვენ ჩართული და კოორდინაციაში ვართ.

კეზერაშვილზეც გვეუბნებიან, არ აინტერესებთ, რომ ეს კაცი იყო მძარცველი, ატერორებდა ბიზნესს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, ის არის კრიმინალი, მაგრამ არის მათი კრიმინალი.

ასევე გვესაუბრნენ და მოგვიწოდეს მედიამენეჯერის, გვარამიას გათავისუფლების თაობაზე. გვარამია იყო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედი, შემოქმედი იყო ამ დანაშაულებრივი სისტემის, ის იყო პროკურორის მოადგილე, პირდაპირ იყო ჩართული, მაგალითად, „იმედის“ წართმევის საქმეში. მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმის განხორციელება. ბატონ გვარამიაზეც გვეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ მან გაძარცვა ახლა, თავისი კერძო კომპანია, 5 მილიონზე მეტი მოიპარა, ზარალი მიაყენა, არ გვაინტერესებს, ის არის ჩვენი კრიმინალი. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი, სახელმწიფოსთვის. ეს არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, ბევრს გაუკვირდა, როდესაც ეს ფაქტები ჩემთან ერთად გამოსვლისას მოვიყვანე და მათი ეს ჩართულობა და განზრახვა პირდაპირ დავუკავშირე ქვეყნის შიგნით მოქმედი „მეხუთე კოლონის“ დესტრუქციულ ქმედებებს. ვთქვი, რომ სამწუხაროდ, თანხვედრაში მოდის ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი ჩვენი დესტრუქციული ძალის მიზნებთან და ამოცანებთან“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო