ირაკლი კობახიძე რამდენიმე დეპუტატის მიერ მანდატის დატოვებაზე - იყო ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი დეპუტატებზე, მათ ოჯახის წევრებზე, ვიღაცას უბრალოდ არ უღირს, ეს იყო ერთადერთი მიზეზი

იყო ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი დეპუტატებზე, მათ ოჯახის წევრებზე, ვიღაცას უბრალოდ არ უღირს ეს, ეს იყო ერთადერთი მიზეზი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატის მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატების პარლამენტიდან წასვლა და საჯარო სამსახურში გადასვლა არც მათი დასჯაა და არც დაქვეითება.

„ლიბერალურ ფაშისტური ბულინგი, რომელიც წარმოებდა მათსა და მათი ოჯახის წევრებზე, ეს იყო ერთადერთი მიზეზი, ეს არც დაქვეითებაა, არც დასჯაა, ამ ადამიანებს უბრალოდ ადამიანურად არ უღირდათ ამ ფაშისტური ზეწოლის ქვეშ ყოფნა და ამიტომ არჩიეს გუნდში ყოფნა, მაგრამ საჯარო სამსახურში კარიერის გაგრძელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პარლამენტში დეპუტატების ჩანაცვლებას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავარაუდოდ, პროპორციულ სიაში შემდეგი კანდიდატები შემოვლენ პარლამენტში.

„ვინც გავიდა დღეს პარლამენტიდან, ყველა იყო პროპორციული წესით არჩეული, აქედან გამომდინარე მათი ჩანაცვლება მოხდება სწორედ პროპორციული სიიდან. არსებითად თანმიმდევრობით ხდება ხოლმე ჩანაცვლება, გავარკვევთ ჩვენ ყველას აქვს თუ არა პარლამენტში შემოსვლის სურვილი და ამის მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. სავარაუდოდ, სიაში შემდეგი კანდიდატები შემოვლენ პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ ხუთ დეპუტატს: ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილსა და გიორგი ამილახვარს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო