ისრაელში საყოველთაო გაფიცვის გამო მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, საელჩოები და საკონსულოები დაიხურა

მსოფლიოს მასშტაბით დღეს ისრაელის საელჩოები და საკონსულოები დაიხურა.

მედიის ცნობით, ისრაელელი დიპლომატები საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ, რომელიც მიზნად ისახავს აიძულონ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეაჩეროს სასამართლო სისტემის რეფორმა.

საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის დიპლომატიური მისია დღეს საქართველოშიც დაიკეტა. შეჩერებულია საკონსულო მომსახურებაც.

"საყოველთაო გაფიცვა - გაცნობებთ, რომ ისრაელის საელჩო საქართველოში დღეს დაკეტილია. ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, ისრაელის საელჩო საქართველოში დაიკეტა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე. გაფიცვის დროს საკონსულო მომსახურება შეჩერებულია. ცხელი ხაზი, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, განაგრძობს მუშაობას (+995 32 2556500). შემდგომი განცხადება განთავსდება ჩვენს სოციალურ ქსელში", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია