საქართველოს ეროვნული პლატფორმა - გამოვხატავთ მზადყოფნას მივიღოთ მონაწილეობა არსებულ, ლეგიტიმურ საპარლამენტო ფორმატებში 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად

საქართველოს ეროვნული პლატფორმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს არსებულ, ლეგიტიმურ საპარლამენტო ფორმატებში.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გვინდა დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება თანამიმდევრული, ინკლუზიური პროცესის მიმართ, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აუცილებელ ჩართულობას მოითხოვს.

ამავე დროს, გვინდა გამოვხატოთ შეშფოთება პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალ ხარისხთან დაკავშირებით, რისი არაერთი მანიფესტაცია ვიხილეთ ბოლო პერიოდში. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გამოთქმული პოზიციები, რომ თითქოს ისინი არიან გავლენის აგენტები და მეხუთე კოლონის წარმომადგენლები. ასეთი რიტორიკა ქმნის განცდას, რომ, მაღალი ალბათობით, მოსალოდნელია რეპრესიები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამგვარი განწყობა აყალიბებს სამოქალაქო დაპირისპირების მოლოდინს, რაც სერიოზულად ართულებს ევროინტეგრაციის ამოცანებს.

ამ ბრალდებების თუ სხვადასხვა აქტორების მიერ მაღალი ტრიბუნებიდან გამოთქმული ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული გარემოსთვის დამაზიანებელი პოზიციების მიუხედავად, გამოვხატავთ მზადყოფნას მივიღოთ მონაწილეობა არსებულ, ლეგიტიმურ საპარლამენტო ფორმატებში 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. მით უფრო მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიამ გამოუგზავნა შენიშვნები და რეკომენდაციები სასამართლო სისტემის რეფორმისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ შემუშავებულ კანონპროექტებზე, რომელთა შესრულებაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა