გიგი წერეთელი - არ გამიკვირდება, თუკი ახალი პოლიტიკური გუნდები გამოჩნდება - ბევრი საკითხია, რაშიც ოპოზიცია უნდა გაერკვეს და რაშიც სჭირდება ერთიანობა, კოორდინაცია, ნაბიჯები გადადგას

არ ვიცი კონკრეტული კონფიგურაციები, მაგრამ მე მაგალითად, არ გამიკვირდება, თუკი ახალი პოლიტიკური გუნდები გამოჩნდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა შესაძლებელია „მელიაც ვნახოთ რაღაც კონფიგურაციაში“.

ამასთან, წერეთლის თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციაც ჩამოყალიბდეს, რა „გზით უნდა ვიაროთ“ - გაერკვეს, რაშიც სჭირდება ერთიანობა და კოორდინაცია, რათა შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

„მელიას უფლება აქვს ისევე, როგორც სხვათა შორის, ნიკა გილაურს აქვს უფლება, თუ სურვილი აქვს, რომ პოლიტიკაში იყოს, რაღაც შექმნას და გააკეთოს. თუმცა არ მაქვსო, კაცი ამბობს და ძალით თუ შევაქმნევინებთ პარტიას, არ ვიცი. მე არ ვიცი კონკრეტულად რაიმე მელიასთან დაკავშირებით. მელია იყო ძალიან აქტიური პოლიტიკური სახე, ახლა რაღაც პერიოდი აქვს, ალბათ, რთული, მაგრამ შესაძლებელია მელიაც ვნახოთ რაღაც კონფიგურაციაში, ცალკე თუ ვინმესთან ერთად.

რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს პოლიტიკური სპექტრის სრული გაახლება, ჩემი პროგნოზით, დაახლოებით კიდევ ათი წელი მაინც, სანამ სრულად შეიცვლება, თუნდაც ფიზიოლოგიურად პოლიტიკური ელიტა, ეს ხალხი იქნება, ოღონდ შემოვა ახალი სახეებიც, ვიღაც იქნება ძველი, ეს არის ბუნებრივი პროცესი და ჩვენ ვერ შევქმნით რაღაცას ისეთს, რაც მსოფლიოში არ ყოფილა. მთავარი ამბავი არის ის, რა იქნება ამ ქვეყანაში, რა გვექნება თუნდაც რამდენიმე თვეში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოპოზიციისთვისაც, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, რა გზით უნდა იაროს, ვადამდელი არჩევნები გვინდა და დროზე ხელისუფლების მოშორება? როდესაც ვამბობთ, რომ ამ ხელისუფლებასთან არაფერი არ იქნება და ამავე დროს ვამბობთ, რომ „კიდევ წელიწად ნახევარი...“ კი ბატონო, მაგრამ მაშინ ხელისუფლებასთან უნდა ითანამშრომლო. ბევრი საკითხებია, რომელშიც ოპოზიცია უნდა გაერკვეს და რაშიც სჭირდება ერთიანობა და კოორდინაცია, ნაბიჯები უნდა გადადგას. ერთიანობაში არ ვგულისხმობ პარტიების გაერთიანებას, არამედ მიზნის გარშემო კოორდინირება ნამდვილად მგონია, რომ სწორია“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება