ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე - ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა, ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის სტრასბურგში გაგზავნას ვერ ბედავენ.

აღნიშნულით კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია აცხადებს, რომ კლინიკა „ვივამედი“ მათ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ისტორიას არ აძლევს.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განმარტავს, იმისთვის, რომ სარჩელი არ გაგზავნონ, ოპოზიცია საბაბს ეძებს.

„ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა, ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან. აქედან გამომდინარე, საბაბის მოძებნას ცდილობენ სარჩელის არ გაგზავნისთვის. სინამდვილეში, სარჩელის არგაგზავნის მიზეზი ერთადერთია, ეს არის ის, რომ მათ სიმყარის შეგრძნება არ აქვთ. ისინი ვერ იქნებიან ამ სარჩელში წარმატებული“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში