ირაკლი კობახიძე - არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, უკრაინაში პირველი ფრონტი გახანგრძლივდეს და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას - ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად!

არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, მაქსიმალურად გახანგრძლივდეს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, სამხედრო კონფლიქტი შეიძლება მათი სურვილის მიხედვით გადავიდეს სხვა ქვეყნებში - ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად!- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, რომ „ბოლო ორი წელი თურქეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა“.

მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დაუშვას.

„არსებობს გლობალური ომის პარტია, ამაში ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ ადამიანებს ანუ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი მაქსიმალურად გახანგრძლივდეს, მაგალითად, უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, სამხედრო კონფლიქტი შეიძლება მათი სურვილის მიხედვით გადავიდეს სხვა ქვეყნებში, ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. ამ ფონზე, ჩვენ მთავარია დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები და რაც მთავარია, ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ ჩვენ, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ, ამას სჭირდება ყოველწუთიერი სიფხიზლე. მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები არის აქტუალური, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, იმისთვის, რომ გლობალური ომის პარტიას არ მისცეს საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს