ხათუნა სამნიძე - სწორად მოიქცა „ქართული ოცნება“, როცა უკან წაიღო რუსული კანონი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ წაუღია უკან საკუთარი არჩევანი, რუსული მეთოდებით ებრძოლოს ოპონენტებსა და ახალგაზრდობას

სწორად მოიქცა „ქართული ოცნება“, როდესაც უკან წაიღო რუსული კანონი და მოუსმინა საკუთარ საზოგადოებას, მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ არ წაუღია უკან საკუთარი არჩევანი, რუსული მეთოდებით ებრძოლოს საკუთარ ოპონენტებს და საკუთარ ახალგაზრდობას, - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყნის სიძლიერე, მრავალფეროვნებაშია და ამ მრავალფეროვნებას სჭირდება სწორი პოლიტიკა და დეპოლარიზაცია ანუ დიალოგი, თანამშრომლობა, ოპონირება, ისე, რომ პროცესში არ განადგურდეს ყველაზე ღირებული - ადამიანი.

„სწორად მოიქცა „ქართული ოცნება“, როდესაც უკან წაიღო რუსული კანონი და მოუსმინა საკუთარ საზოგადოებას. მოუსმინა საკუთარ ხალხს, რომელიც დღითიდღე აძლიერებდა საკუთარ პროტესტს. მაგრამ, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ არ წაუღია უკან საკუთარი არჩევანი, რუსული მეთოდებით ებრძოლოს საკუთარ ოპონენტებს და, პირველ რიგში, საკუთარ ახალგაზრდობას. ბატონო ირაკლი, თქვენი პასუხისმგებლობაა, ორი დღეა ისმის კონკრეტული ახალგაზრდის მიმართულებით, რომ ორიენტაცია აქვს დაკარგული, თქვენი სიტყვებია, არც ისე დიდი ხნის წინ, რომ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკი, მათ შორის, უმცირესობებზე, თურმე ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის 12 პუნქტის ნაწილი, ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობა, უმცირესობების დაცვა არის ის, რაც ჩვენი საზოგადოების არჩევანია და რასაც გვახსენებს ჩვენი ევროპული პარტნიორი, რომ ამ ქვეყნის სიძლიერე საუკუნეების განმავლობაში იდგა სწორედ მრავალფეროვნებაზე და ევროპის დევიზიც ეს არის, როგორც არაერთხელ უთქვამთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ამ ქვეყნის სიძლიერე, მრავალფეროვნებაშია და ამ მრავალფეროვნებას სჭირდება სწორი პოლიტიკა და პირველ რიგში, დეპოლარიზაცია ანუ დიალოგი, თანამშრომლობა, ოპონირება ოღონდ ისე, რომ ერთმანეთს თავს არ დავესხათ და არ გავანადგუროთ, რაც არის მთავარი ამ ქვეყანაში - ადამიანი“,- განაცხადა სამნიძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა