ფრიდონ ინჯია სალომე ზურაბიშვილს - ვისი პრეზიდენტი ხართ თქვენ?!

ბოლო პერიოდის თქვენი განცხადებები მიმართულია პოლარიზაციის გაღრმავებისკენ - გთხოვთ ისეთი განცხადებები გააკეთოთ, რომელიც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, - ამ სიტყვებით მიმართა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს პლენარულ სხდომაზე მისი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ.

როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადება რუსეთთან მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა.

„თქვენი განცხადებები, რომ ჩვენ რუსეთთან მიმოსვლა არ გვინდა, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა. იქ ცხოვრობს ათასობით ქართველი, რომლებსაც საქართველოში მილიონი ნათესავი ჰყავთ და მათ თქვენ ხმა მოგცეს. იმ ზარალს, რასაც სახელმწიფო მიიღებს, იმ მილიარდებს და მილიონებს, რაც შეიძლება საქართველომ მიიღოს ვინ დააკომპენსირებს? ეს ხომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა?! ამაზე ვინ აგებს პასუხს? ვისი პრეზიდენტი ხართ თქვენ?!“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა