გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორი სსიპ კურორტების განვითარების  სააგენტო გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ კურორტების განვითარების სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებით უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის ხარისხისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაუმჯობესება.

„ამგვარი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისა და პროფესორებისათვის, რადგან აღნიშნული სააგენტოს მთავარი დანიშნულება სწორედ საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარება, კურორტებისა და საკურორტო ადგილების კომპლექსური განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული ადგილების, მათ შორის, კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული ან/და სხვა ადგილებისა და ობიექტების შესწავლა, ასევე, კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე მასობრივი სპორტისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობაა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა