მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტს განცდა იმისა, თუ რა პოზიციაზეა, დაკარგული აქვს, ეს პოზიცია ტენდენციურია - მთავრობის მიმართ მისი კრიტიკული განცხადებები ღია კარის მტვრევას ემსგავსება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაკარგული აქვს განცდა იმისა, თუ რა პოზიციას იჭერს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკული განცხადებები მთავრობის მიმართ „ღია კარის მტვრევას“ ემსგავსება.

„მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ ის ყველას პრეზიდენტია, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მსხდომი სხვა პოლიტიკოსებისაგან არაფრით განსხვავდება. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხარეს მყოფი ელექტორატის პოზიციას ის ნამდვილად არ გამოხატავდა. ერთი რამ თვალსაჩინო და ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს განცდა იმისა, თუ რა პოზიციაზეა თვითონ, დაკარგული აქვს. ეს პოზიცია ტენდენციურია და მას არ შეიძლება დაერქვას „ყველას პრეზიდენტის“ პოზიცია.

რაც შეეხება მის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ყველა ბერკეტს გამოიყენებს, მსგავსი განცხადებების აზრს მე საერთოდ ვერ ვხედავ. პრეზიდენტს აქამდე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ იდეები გამოეხატა და მისთვის კარი არავის მიუხურავს. ახლა მთავრობის მიმართ მისი კრიტიკული განცხადებები ღია კარის მტვრევას ემსგავსება, რადგან 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. ხელისუფლებამ დეპოლარიზაციისა და დერადიკალიზაციის მიმართულებითაც ყველაფერი გააკეთა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა