ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მონიტორინგი გაგრძელდება

სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის გვანცა ჩხაიძის განცხადებით, კლინიკა ,,ვივამედში” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრები მონიტორინგს გააგრძელებენ.

მათ დღეს კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს და განაცხადეს, რომ ექიმები პოზიციებს შეაჯერებენ, რის შემდეგაც უახლოეს პერიოდში დასკვნას გაასაჯაროებენ.

“ჩვენ მომავალაშიც გავაგრძელებთ მონიტორინგს. მონიტორინგს ვახორციელებთ არა უშუალოდ ვიზიტების მეშვეობით, არამედ პერიოდულად ვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტაციას. ეს დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ მიეწოდებათ ხოლმე ჩვენს ექიმებს, ისინი პერიოდულად ეცნობიან. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, რომლებიც უკვე დაახლოებით წელიწად ნახევარია ეხმარებიან სახალხო დამცველს და ომბუდსმენის აპარატს, რომ დაკისრებული მანდატი ეფექტიანად განვახორციელოთ.

როგორც წარსულში იყო, იგივე პრაქტიკა გვექნება. ექიმები შეაჯერებენ სხვა კოლეგებთან ერთად პოზიციებს და ამის შემდეგ იქნება მათი დასკვნა. ეს სრულად ექიმებზეა დამოკიდებული. ამ პროცესში სახალხო დამცველის აპარატი არ ერთვება. როგორც კი შეჯერდება პოზიციებზე კონსილიუმი 8 ადამიანის შემადგენლობით, ცნობილი იქნება. დამატებით დეტალებზე ექიმები ისაუბრებენ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა