პოლონეთმა უკრაინას „მიგ-29“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცა

პოლონეთმა უკრაინას „მიგ-29“ ტიპის რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარკინ პრჟიდაჩმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

„რამდენიმე „მიგ-29“ უკვე გაგზავნილია", - განაცხადა პრჟიდაჩმა.

უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ცის დაცვასა და კონტრშეტევის განხორციელებაში. მარტში, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინას „მიგ-29” ტიპის ოთხი თვითმფრინავის მიწოდებას დაჰპირდა. მოგვიანებით, სლოვაკეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას „მიგ-29” ტიპის 13 თვითმფრინავს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ უკრაინას პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი უკვე გადასცა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის