ანრი ოხანაშვილი - შეიძლება ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები - ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას

შეიძლება ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები - თუ იქამდე მივედით, რომ არ არსებობს სხვა მექანიზმი, რათა ყველაფერი იყოს საჯარო, ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ პარტნიორებთან კომუნიკაცია ექნებათ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ მიიღოს ყველაფერზე ამომწურავი პასუხი. გვაქვს სივრცე და ბევრი რესურსი, რომ საზოგადოებას მეტი და ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთ-ერთი მექანიზმი [ეს იყოს] და საერთოდ არ დაგვჭირდეს ოპოზიციის ჩართვა. ჩვენ დასვათ ეს საკითხი მათი რიგგარეშე სხდომების გარეშეც. ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და ამის მიხედვით გადაწყდება შემდგომი ნაბიჯები და შეიძლება ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები. თუ იქამდე მივედით, რომ ეს მექანიზმი იქნება ყველაზე ეფექტიანი საშუალება და არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ყველაფერი იყოს საჯარო, ამ ნაბიჯსაც დიდი ალბათობით [გადავდგამთ] ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, არაფერს გამოვრიცხავ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს და პრეზიდენტს მომავალი კვირისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის