მერიის ინფორმაციით, თემქის ხევის მოწყობის სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება - ორივე ტბის მოწყობა უკვე დასრულებულია

თემქის ხევის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, უკვე დასრულებულია ორივე ტბის მოწყობა და ახალი კოლექტორის მშენებლობა.

„თემქის ხევში, ახალი საქალაქო მნიშვნელობის პარკის მშენებლობა 25 ჰექტარ ფართობზე დაწყებულია. ამ ეტაპზე, სამეურნეო შენობის, კაფის, გარე ფასადის და მედიათეკის შენობების გარე ფასადის მოწყობის სამუშაოები, ასევე, სატუმბი სადგურებისა და ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, ხდება სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების, სარწყავი, განათების, ელექტრობისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების, სკეიდ პარკის, მინი ფეხბურთის სტადიონის, კალათბურთის მოედნის, ფანჩატურების, გაბიონებისა და ცხოველებისთვის განკუთვნილი მოედნის მოწყობა.

გარდა ამისა, მიმდინარეობს ბელვედერის, შემოსასვლელი და დაცვის შენობების მოწყობის სამუშაოები. ამ დროისთვის, უკვე დასრულებულია ორივე ტბის მოწყობა და ახალი კოლექტორის მშენებლობა. ამასთან, მიმდინარეობს საფეხმავლო და სამანქანე გზების მოწყობის სამუშაოებიც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიმდინარეობს გამწვანების მასშტაბური სამუშაოები. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება