დიმიტრი მედვედევი - რატომ გაქრება უკრაინა? - იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გაქრება, რადგან ის არავის სჭირდება.

მედვედევი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პუბლიკაციას სახელწოდებით : „რატომ გაქრება უკრაინა? იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება“.

პოსტი დაყოფილია ექვს პუნქტად, სადაც მედვედევს მოაქვს „არგუმენტები“, რატომ არ არის საჭირო უკრაინა.

მისი მტკიცებით, უკრაინა არ სჭირდება არც რუსეთს, არც ევროპას, აშშ-ს, აფრიკას, ლათინურ ამერიკას ბოლოს, თავად უკრაინის მოქალაქეებს.

მედვედევი უკრაინას „სსრკ-ის დაშლის შედეგად წარმოქმნილ გაუგებრობას“ უწოდებს.

„რუსეთის ნაწილები, რომლებსაც 1991 წლის საზღვრებში უკრაინა ეწოდა, მხოლოდ სსრკ-ს დაშლის შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობაა. ასე რომ, ჩვენ არ გვჭირდება ის. ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი“, - წერს მედვედევი.

მისი თქმით, „ასეთი უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება. ამიტომაც არ იარსებებს".

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა